logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: კრისტინ ლაგარდის ვიზიტი მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ცალსახა მხარდაჭერაა
- +

20 მაისი. 2019. 16:50

 

„კრისტინ ლაგარდის ვიზიტი  სავალუტო ფონდის მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა“, - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საქართველოში ვიზიტს.

 

მისი თქმით კრისტინ ლაგარდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო გზავნილი გააჟღერა.

 

„გაცვლითი კურსის მოქნილობა და დამცავი ბუფერის არსებობა ეს არის ძალიან საჭირო ინსტრუმენტი სავალუტო პოლიტიკისას,  რადგან ჩვენნაირი ეკონომიკები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე, მუდმივად არიან სავალუტო რისკების ზღვარზე. ლაგარდი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რომელიც დააბალანსებს გარე შოკებს. მისი ვიზიტი არის ცალსახა მხარდაჭერა სართაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი და მთავრობა“, - წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner