logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: კრისტინ ლაგარდის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ...
- +

20 მაისი. 2019. 17:23

 

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ მადამ კრისტინ ლაგარდთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში. ეს არის უმაღლესი დონის და მნიშვნელობის ვიზიტი.  მისი აქ ყოფნა ნიშნავს,  რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ერთი მხრივ, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სესხების შემოსავლებთან მიმართებით კოეფიციენტების დაწესებას.  ეს რეფორმები საფინანსო სექტორში მომწიფებული სისტემური რისკების მნიშნელოვანი პრევენციაა  და სავალუტო ფონდი ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს. საბედნიეროდ,  დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ქალბატონ ლაგარდისთვის  პირადად ამეხსნა ეს პროცესები, მათ შორის ვალების განულების პროგრამის ეკონომიკური ეფექტი.  მან სრულად გაიზიარა ჩემი პოზიცია“, - წერს გულბანი.

 

ცნობისთვის: სსფ-ს ძირითად მიზანს, გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3 - წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner