logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ეს სანდრა, როგორც ჩანს, ქართველ ქალებს მართლა არ იცნობს და ჯერ არც უნახავს...
- +

20 მაისი. 2019. 23:39

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

სანდრა ისევ რულამს, გოგოო, სოფლებს რომ "ჩამეიარ" და ლაშქარს შეკრებ და შენ რომ მეგრელები გამოგყვებიან თბილისისაკენ, მამცნე, იარაღი გინდა თუ იალაღი??? მე და ასმათი დიღომში უნდა დაგხვდეთ მხარზე კისტის თოფებით და ფალასკებით...


ქართველო კაცებო, თქვენ მთლად ხომ არ დაჩლუნგდით, რას ადევნებიხართ ამ გზააბნეულ ქალს, მთლად რომ სული გვძვრებოდეს სანდრას გადასარჩენი არაფერი სჭირს ამ ქვეყანას...

ქალს, რომელსაც პასუხი არა აქვს მისი პირველლედობის დროს ათასობით ადამიანის მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე და საქართველო მაშინ ფეხებზე ეკიდა, ახლა ბედავს და საქართველოს მედალიონი გულზე ჰკიდია!!! ხელისუფლებაში მოსასვლელად გული ვინც გაგვიწყალეთ, კეთილი ინებეთ და დაგვიცავით ასეთი ფარისევლებისა და ავანტიურისტების დამიზნებული იარაღებისგან, გაურკვეველი წარმოშობის ბოგანოების მუქარისაგან,მოგვხედეთ ჩვენ და ჩვენ ქვეყანას, თორემ წამზომი ჩვენთვის ერთად ჩაირთვება... ეს სანდრა კი, როგორც ჩანს, ქართველ ქალებს მართლა არ იცნობს და ჯერ არც უნახავს... - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×