logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე პროგრესული ძალაა
- +

21 მაისი. 2019. 15:22

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე პროგრესული ძალაა და მას ჯერჯერობით ალტერნატივა არ გააჩნია.

 

დღეს კიდევ ერთხელ ჩემი აზრის, დამოკიდებულების გამო გავილანძღე და გაურკვეველი ტროლების და არასრულფასოვანი, კომპლექსებში ჩამხრჩვალი მართლა სვავების სალანძღავი ობიექტი ვარ!!!

 

და მე ერთი არ ვარ, ყველა „ქართული ოცნების“ მომხრე და მხარდამჭერი ანალოგიური ბულინგის მსხვერპლია!!!

 

მაგრამ იცით რას გეტყვით - თითქმის ყველა თქვენგანი ️გუშინ ბიძინა ივანიშვილისგან ითბობდა ჯიბეს, სახლებს და აგარაკებს არ იკლებდა, გუშინ არ გაწუხებდათ ხალხის ბედი და ტკბებოდით ცხოვრებით.

 

გუშინ არ გაწუხებდათ ადამიანის უფლებები და ჩირგვში ისხედით, მიშას თვალებში შესციცინებდით!

 

დღეს თქვენი უსაქმურობის და უნიათობის გამო გამოგდებულებო ახლა ხალხს ატყუებთ და გინდათ, დაარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ, რაც ხართ!

 

ადამიანების ტრაგედიებით, მანიპულირებით დაწყებული კადრულობთ ყველაფერს!

 

ამიტომ იქეცით მარგინალებად და მღრღნელებად!!! წვალობთ, წვალობთ, და შედეგი ნული!!!

 

ამიტომაც შანსები სულ უფრო და უფრო ნაკლები გაქვთ და ისევ ხალხი გაგისტუმრებთ მოუკრეფავში და იქეთ!!!“ - წერს არველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner