logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რავა, მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა, დაგვკიდეთ კაბინეტებშიო!
- +

21 მაისი. 2019. 23:33

 

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ჩვენსას არ ვიმჩნევთ!!! ზელენსკის სიტყვებით რომ აჭრელდა სააგენტოები:

"მე ხატი არ ვარ, შვილების ფოტოები დაკიდეთო".

რავა, მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა, დაგვკიდეთ კაბინეტებშიო!

ბოლო ავტოკრატი,

ცერბერი და საკუთარ ოდიოზურობას გადაყოლილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო!

მასთან ერთად დამთავრდა ეს ურაპატრიოტიზმი და პრეზიდენტის სურათით ტკბობის აუცილებლობა!

მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ,

რომ აი, უკვე მეორე პრეზიდენტს არ ამოყავს თვალში მაზოლები,

ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ პრეზიდენტის კორტეჟი არ კეტავს ქუჩებს,

არც იმას ვიმჩნევთ, რომ გიორგი და სალომე საკუთარი მუცლის გვრემის გამო არ უვარდებიან რესტორნებში და არახდენენ მთელი პერიმეტრის ბლოკირებას!

არც იმას ვიმჩნევთ, რომ ერთი ყოფილი დურგლობს დუშეთში, მეორე მოქმედი კი ძაღლს ასეირნებს...

სამაგიეროდ, დავინახეთ ზელენსკი!

ეეჰ... ესაა დაუნახავი ქართველობა!  - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner