logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბატონო პრეზიდენტო – ჩუმად ბრძანდებოდეთ... მაგრამ სად შეგიძლიათ თავის კონტროლი…
- +

22 მაისი. 2019. 20:44

 

 

ჟურნალისტი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

 

სააკაშვილი თუ სიჩუმით გამოხატავს მხარდაჭერას და ტროლებს ლუკმებს არ მისცემს, ძალიან, ძალიან დაგვავალებს.

 

თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ ბატონო პრეზიდენტო ჩუმად ბრძანდებოდეთ.

 

ამას გთხოვდით 2016 წელს, ამას გთხოვდით 2018 წელს. ამას გთხოვთ ახლა 2019 წელს.

 

მაგრამ სად შეგიძლიათ თავის კონტროლი, ან ვის სჯერა, რომ შავგულიძის გამარჯვება გსურთ.

 

P.S. როცა თქვენი გამარჯვება გვსურდა 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები (კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია) გაჩუმდნენ.

 

მათგან მაინც ისწავლეთ! – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილმა შალვა შავგულიძეს მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×