logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მკვლევარს ემოციურად მოსწონს, ეტყობა, სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა
- +

23 მაისი. 2019. 15:33

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „Chatham House“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსთავის 2“-ის მორიგი „ფეიკი“ საქართველოზე „უმძიმეს დასკვნაზე“. სინამდვილეში, „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვასაც.

 

მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს, ეტყობა, სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც „Chatham House“, წესით, უნდა აკრიტიკებდეს.

 

მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია, ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა „ჩეთემ ჰაუსმა“ მწვავე ანგარიში დადო, სადაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობის დროს საქართველოში ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია. ასევე, აღნიშნავს, რომ მასიურად იყენებენ ტროლებს მედიაში ყალბი და ცრუ ამბების გასავრცელებლად და საწინააღმდეგო აზრთან საბრძოლველად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner