logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მურღულია: ვალდებულად ვთვლი თავს, შეგახსენოთ...
- +

24 მაისი. 2019. 13:31

 

 

„როცა „რადიო თავისუფლების“ სტატიაში ასეთ პასაჟს კითხულობ „უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება“, ფიქრობ, რა შეიძლება იყოს მისი ამოცანა - სიმართლე თუ საზოგადოების განწყობით მანიპულირება“, - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ მურღულია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შესაბამისად, ვალდებულად ვთვლი თავს, შეგახსენოთ, რომ უნიკალური სწორედ უნივერსიტეტია, რომელმაც ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემის - მოწინავე ტექნოლოგიური განათლებისა და უნარების დეფიციტის აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს, პერსპექტივაში, ყველზე რთულ დაავადებებს ებრძოლოს, ხოლო „წითელი ნუსხის“ ხეები პრაქტიკულად ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში იჭრება და თუ სახელმწიფო ამ პრობლემას მაღალი პასუხისმგებლობით უდგება, სპეციალურ სანერგეს ქმნის და თითო მოჭრილის სანაცვლოდ, რამდენიმე ახალს რგავს (რაც სწორედ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრდა), მაშინ ეკოსისტემას საფრთხე არ ექმნება.

 

ტელეფონი მიჩვენებს, რომ თქვენს ჟურნალისტს დაახლოებით 12 წუთი ვესაუბრე. აქედან მინიმუმ ხუთი, იმის ახსნაზე დავხარჯე, რომ ბიუჯეტში გადახდილი თანხა, პირდაპირ და მიზნობრივად მიემართება მეტობით განსახორციელებელი საკომპენსაციო ღონისძიებებისთვის, რომ ეს ღონისძიებები მოიცავს დარგვას და შემგომ მოვლას მდგრადობის ასაკამდე. რომ ამისაგან დამოუკიდებლად ხორციელდება თავად უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში გამწვანებისა და ეკოსისტემის რეაბილიტაციის ღონისძიებები, რაც სადერივაციო არხის გაჟონვების გამო გამხმარი ტყის შველასაც გულისხმობს.

 

ამ ყველაფრიდან, თქვენი სტატიის მშრალი ტექსტი - „საკომპენსაციო ღონისძიებები მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია და ის მოიცავს როგორც დასრულებული უნივერსიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, ასევე ბიუჯეტში 15 457 ლარის გადახდას“, როგორ უნდა „გამოადნო“, არანაირად არ მესმის“, - წერს მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner