logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გვარამიამ ტელეკომპანია თავისი ბელადის მანიაკალური იდეების პროპაგანდისტულ მანქანად აქცია
- +

24 მაისი. 2019. 14:42

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის წილების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პარტნიორთა კრებაზე გვარამიას პოსტიდან წასვლის საკითხი დადგება.

 

მისი თქმით, „გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხში განსაკუთრებული ადგილი ფინანსურ მაქინაციებს ექნება და მას „კუტუ-ზოვი გვარამიას“ უწოდებს“.

 

„ხვალ, 25 მაისს, 15:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის შენობაში დანიშნულია პარტნიორთა კრება, სადაც, სავარაუდოდ, იურისტ-გენდირექტორ-პოვარ-ჟურნალისტ გვარამიას, თავისი პოსტიდან გააცუგუნდერებენ.

 

გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხში განსაკუთრებული ადგილი იმ ფინანსურ მაქინაციებს ექნება, რაზეც უამრავჯერ დაწერილა და თქმულა - რამდენიმე მილიონის გათეთრება, ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება და დაგვიანება, საკუთარი და მასთან „დაახლოებული“ ხალხის ხელფასების სასწაულად ზრდის ხარჯზე და კიდევ სხვა მრავალი მამაძაღლობა.

 

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ გვარამიამ ეს ძლიერი ტელეკომპანია თავისი ბელადის მანიაკალური იდეების მთავარ პროპაგანდისტულ მანქანად აქცია და მთელ საქართველოს დაუპირისპირდა.

 

ტიპმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო საბოლოოდ ამ ტელეკომპანიას თავის კანონიერ მფლობელს მიაკუთვნებდა და ამიტომ გადაწყვიტა, ფინანსურად გაენადგურებინა.

 

მოკლედ რომ ვთქვა, გვარამიამ კუტუზოვობა გადაწყვიტა და მოსკოვის არ იყოს, „რუსთავი 2“-ის „გადაწვა“ სცადა.

 

არადა „ზოვობის“ რა გითხრათ, მაგრამ „კუტა“ რომ იყო, ეს კარგა ხანია ვიცოდით“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ სხვა პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner