logo_geo
eng_logo
ბექა სივსივაძე: ამდენი ხნის შემდეგაც კი, ამ დღეს ჩემთვის ყოველთვის 2011 წლის 26 მაისის ღამეა!
- +

26 მაისი. 2019. 00:00

 

ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს იხსენებს და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

„26 მაისი. პირობას გაძლევთ, გაცვეთილი ისტორიის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. არც იმას დავწერ, როგორ დაგვხვრიტეს რეზინის ტყვიებით და სცადეს სულის დამახინჯება. ან რა მოსაყოლია, როგორ შეგვდგნენ წიხლებით, გადაგვიარეს და ხელკეტებით თავ-პირი გაგვიერთიანეს... ფიზიკურ ტკივილზე მეტად უსამართლობის და უსუსურობის შეგრძნება გაუძლურებს. უსამართლობის, რომ დანაშაულის მთავარი მონაწილე ვინმე სააკიანცი გლდანის საპყრობილეს არ ხეხავს. უსუსურობის, რომ პატიება არ შეგიძლია და უძლური ხარ უსიამოვნო განცდების თუ მოგონებების წინაშე. არა მეგობრებო, არ დაიჯეროთ, რომ დრო მკურნალია...

 

ამდენი ხნის შემდეგაც კი, ამ დღეს ჩემთვის ყოველთვის 2011 წლის 26 მაისის ღამეა: წვიმიანი, შეშლილი, სისხლიანი, სიკვდილის შიშით გაჟღენთილი, ბორკილდადებული და ნაცემი ადამიანებით სავსე გამზირი. გვამებიანი მაღაზიის სახურავები და შემზარავი ზეიმი...

 

არა, ამჯერად არ დავწერ... შარშან და იმის წინ რაც იყო წელსაც ის იქნება: თეთრი, უსიამოვნო ღამე!..

 

თქვენ კი დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! დღე, რომელიც ჩვენს ძმებს და წინაპრებს სიცოცხლის ფასი დაუჯდათ!

 

„ისტორიულ“ ფოტოზე მე და გიორგი მამაცაშვილი“, - წერს ბექა სივსივაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner