logo_geo
eng_logo
რეზო ხოფერია: 26 მაისის ღამეს იყო რაღაც, რაზეც ახლა ვეცდები დავწერო...
- +

26 მაისი. 2019. 17:40

 

 

ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერიას შვილი რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„25 მაისის ღამემ ჩემს ცხოვრებაზე წაუშლელი კვალი დატოვა, მაგრამ ამ ღამეს, იყო კიდევ რაღაც, რაზეც ახლა ვეცდები დავწერო.

 

ძლიერმა წვიმამ ძალიან შეგვაცოტავა, პოლიეთილენის ბრეზენტის მაგვარი რაღაც გვქონდა რამდენიმე ათეულ კაცს გადაფარებული და ქაშვეთის მხრიდან ბარიკადთან ვიდექით. მეგაფონი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა - „მოგიწოდებთ დაშლისკენ“ - თუ რაღაც მსგავს გაიძახოდნენ და ეგრეთ წოდებული რობოკოპები ჩვენკენ დაიძრნენ. ფარებზე ხელკეტების ბრახუნის ხმა ძვლებს მტკენდა და ის გამაყრუებელი სირენა დღემდე ჩამესმის. რამდენიმე კაცი უფრო ახლოს მივედით ბარიკადებთან და განწირული ყვირილი დავიწყეთ. სრულიად სველი ვიყავი და ვკანკალებდი, მაგრამ სიცივისგან კი არა, აუტანელი შიში მაკანკალებდა. ვიცოდი, რომ საბოლოოდ გავიქცეოდი, მაგრამ ის არ ვიცოდი, რომ უკან დასახევი გზაც ჩახერგილი იყო, ამიტომაც რაღაც, ოდნავ შერჩენილმა ვაჟკაცობამ მიმიყვანა იმ ბარიკადთან და ყვირილი დამაწყებინა. ყველაზე „მურტალი“ ის იყო, რომ ვინც იმ წუთას ჩემს გვერდით იდგა, მათგან არც ერთს არ ვიცნობდი და ეს შიში, მარტოობაში უფრო რთული ასატანი გახდა.

 

ჩემი ძმის ხმა გავიგონე, „მოდით თქვენი დედა მო...ან, მოდით რისი ტრ...ი გაქვთ“!

 

გვერდით მედგა, თვალებს ვერ დავუჯერე, ვერ მიმატოვა და ბოლო, ყველაზე საშიშ მომენტში მიპოვნა და გვერდით დამიდგა. მუხლებში ჩავუვარდი, გთხოვ წადი-თქო! სად უნდა წავიდე, დედიკოც აქ არისო და მისკენ თითით მიმანიშნა.

 

მერე იყო წყლის ჭავლი, გაზი და ბევრი სროლა... ბექას ხელი ჩავკიდე და ისე გავიქეცით, მაგრამ გზაში დავკარგეთ ერთმანეთი. მე ისინი მკვდრები მეგონნენ, მათ მე...“ - წერს ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner