logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: საკუთარ ქვეყანას დღეს ვინც სამარცხვინოს ეძახით, სამარცხვინოები თავად ხართ
- +

26 მაისი. 2019. 21:58

 

 

ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს:

ერთსაც ვიტყვი და ჩემი ქვეყნის სიყვარულში დავიღლები. დამოუკიდებლობის დღესაც რომ არ ისვენებენ ბოღმის ბუკეტი კლავიატურის ლომუკები და უნდათ, რომ ზეიმი გლოვა-პანაშვიდად გადაგვიქციონ, ეს არის სწორედ მტრის წინაშე წაკუზვა და თავზე ლაფის დასხმა. საკუთარ ქვეყანას დღეს ვინც სამარცხვინოს ეძახით, სამარცხვინოები თავად ხართ. როცა ადამიანს მხოლოდ ტირილი და გესლის ნთხევა შეუძლია, იგი გამოუსადეგარია ომშიც და მშვიდობაშიც და მტერი მასზე უკეთეს მოკავშირეს ვერ იპოვის. ქართველების სიმღერაა მტერო დამჩაგრე, არ ვსტირი და ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner