logo_geo
eng_logo
ნუგზარ ივანიძე: მარინა გაბუნიამ ეს უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდაც ღირსეულად ჩააბარა...
- +

29 მაისი. 2019. 11:49

 

 

პროფესორი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი ნუგზარ ივანიძე ყოფილ მოსამართლე მარინა გაბუნიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქალბატონ მარინა გაბუნიას ლოგიკას ვასწავლიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დამამახსოვრა თავი თანმიმდევრული, მკვირცხლი აზროვნების და გამორჩეული ვიზუალის მქონე ქალიშვილმა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი მხედველობის არეში აღმოჩნდა მარინა გაბუნიას შემდგომი საქმიანობაც, განსაკუთრებით მოსამართლის სტატუსით. შეუძლებელია, მასწავლებელს არ ეამაყებოდეს მისი ყოფილი სტუდენტის გადაწყვეტილებები ცალკეულ გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც გამოირჩევა მკაცრი სამართლებრივი მსჯელობით, გადაწყვეტილების არგუმენტირების მაღალი დონით და ობიექტურობით, რაც მაღალი პროფესიონალიზმის უდავო მაჩვენებელია. არადა, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა საკმაოდ რთული იყო ასე მუშაობა. შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა ის უსამართლობა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება... თუმცა, როგორც ცნობილია, ეს უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდაც ღირსეულად ჩააბარა.

 

დღეს არის შანსი სასამართლო სისტემის გაჯანსაღების. უდავოა, რომ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს კარი ღია უნდა იყოს განათლებული, გამოცდილი, კომპეტენტური მოსამართლეებისთვის, რომლებმაც საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და სამართლისადმი ერთგულება. სწორედ ასეთია ქალბატონი მარინა გაბუნია“, - წერს ნუგზარ ივანიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner