logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე ლარის კურსთან დაკავშირებით: როგორც ქუხს ისე არ წვიმს
- +

29 მაისი. 2019. 21:20

 

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, ყველა ის ნეგატივი, რასაც ლარის კურსის დაცემა შეუძლია ამოწურულია და მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარება. 

 

არჩვაძე თვლის, რომ ლარის კურსის დაცემას სხვა ფატორებთან ერთად  საზოგადოების ირაციონალური საქციელიც უწყობს ხელს.

 

"ლარის კურსი დამოკიდებულია შიდა და გარე ფაქტორებზე. ყველა იმ ფაქტორის გათვალსწინებით, რაც  ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე, მისი თანაფარდობა ამერიკულ დოლართან ისე არ უნდა დაცემულიყო როგორც დაეცა. ამიტომ ირაციონალური საქციელის როლი გაცილებით მაღალი იყო ლარის კურსის დაცემაში ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო, ყველა ის სუბიექტური და ობიექტიურები  რესურსი რაც ლარის კურსის დაგდებას იწვევდა ამ ეტაპზე აბსოლუტურად ამოწურულია. როდესაც ლარის კურსით შეშინებული მოსახლეობა გარბის და ყიდულობს დოლარს, ასეთ შემთხვევაში ზარალდება მთელი საზოგადოება. ანუ ირაციონალური ქცევა ლარის კურს არანაკლებ ზიანს აყენებს ვიდრე სხვა ფაქტორები. მთლიანობაში ყველა ის ფაქტორი, რაც იწვევს ლარის დაცემას ამოწურულია და ისე არ წვიმს როგორც ქუხს. ფაქტიურად ძალაში  შედის გაზაფხულის ზეზონი, ტურისტების ნაკადს აუცილებლად  მოჰყვება ვალუტის შემოდინება და იმედი ვიქონიოთ რომ ლარის გამყარებისკენ იქნება წასული," - აცხადებს ექსპერტი.  

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×