logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
- +

4 ივნისი. 2019. 17:47

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ბიზნეს სექტორის სტატისტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევის შედეგებით ბევრი საინტერესო ტენდენცია ჩანს ეკონომიკაში. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის I კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

 

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. შოთა გულბანის შეფასებით, ყოველივე ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოში ბიზნეს აქტივობა არის გაზრდილი, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, ბიზნეს მეგობრული ნორმატიული ბაზითა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

 

ექსპერტის განცხადებით, ძალიან საინტერესო მონაცემები ფიქსირდება პროდუქციის გამოშვების თვალსაზრისითაც, სადაც ამავე პერიოდში მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი. „ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი ბიზნესი გამოშვების თვალსაზრისით დომინანტის როლს თმობს და იკვეთება ტენდენცია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკურ ზრდაში სულ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუტორებად გვევლინებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 7.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, - განაცხადა შოთა გულბანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×