logo_geo
eng_logo
ცოტნე ყავლაშვილი: მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში
- +

6 ივნისი. 2019. 17:35

 

„მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანებაში შესული ცვლილებების კომენტირებისას.

 

როგორც მან განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნეს-სუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული  კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშნელოვანია, რომ გვაქვს  ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

მისი თქმით, ბიზნეს-სუბიექტებს, ვისაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არა აქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×