logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა
- +

6 ივნისი. 2019. 17:55

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7400 შეადგინა.

 

ეროვნული ბანკი დოლარს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით ყიდულობს.

ამასთან, მიმდინარე წლის 29 მაისს ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

„ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ამ ეტაპზე, რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა მინიმალურ ადეკვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომავალში რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის და აღარ დგას ისე, როგორც ადრე იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას რეზერვების გაზრდაზე. გამყარების პერიოდში ვყიდულობდით ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე, რეზერვების აქტიური შესყიდვების აუცილებლობა არ დგას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×