logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ „Commerzbank“-ისგან „STP“ ჯილდო მიიღო
- +

24 სექტემბერი. 2019. 12:19

 

„Commerzbank“-მა „საქართველოს ბანკს“  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო  „STP“ (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ „საქართველოს ბანკი“ „Commerzbank“-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა.  „Excellence Quality“ ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „Commerzbank“ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  „STP“ პროცესებისთვის.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner