logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1 პროცენტი, ჩვენი 5%-იანი ზრდა არის ძალიან ამბიციური განაცხადი
- +

30 სექტემბერი. 2019. 14:22

 

„ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დავგეგმეთ. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამომწვევებიდან გამომდინარე, ეს გამბედავი განაცხადია.

 

„ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16-მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში მიმდინარე ხარჯები იქნება 11 მილიონი. ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მიიმართება 3,7 მილიონი. თუმცა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ის პროცენტული თანაფარდობა დანახარჯებსა და კაპიტალურ ხარჯებს შორის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ, არის 23%-ის მიდამოში. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი არის ერთი მხრივ სოციალურ პასუხიმგებლობაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისეთი  ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და არ შეაფერხებს განვითარებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner