logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება
- +

4 ოქტომბერი. 2019. 19:16

 

„2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

 

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ  მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება.

 

„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე - 2.7 პროცენტზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner