logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია
- +

13 ნოემბერი. 2019. 17:50

 

„2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას.

 

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, სახეზეა მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია. მისი თქმით, 2016 წელს მიმდინარე ხარჯი მშპ-ის 25.9%  იყო, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 23.2 პროცენტია იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს გაზრდილია სოციალური და განათლების ხარჯები.

 

„მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანად და დადგენილ ვადაში უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები. ბიუროკრატიული ხარჯების ეკონომია არ გახლავთ მთავარი მიზანი. ჩვენ ვთვლით, რომ წმინდა მონეტარულ გამოხატულებაში  მიღწეული ეკონომიის მასშტაბები საკმარისია და შემდგომი შემცირება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. ამ პოზიციას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner