logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნეს-სუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს
- +

6 თებერვალი. 2020. 18:22

 

„მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნეს-სუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტზე საუბრისას.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღგ-ის რეფორმა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა.

 

„არის რამდენიმე ათეული ცვლილება და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით - მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ევროპელი ბიზნეს-სუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას,  საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა არსებულ ნორმას და მექანიზმს, რომელიც  ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, რაც ჩვენს სასამართლოებს ამ ნაწილში გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. შედეგად, ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას და დღგ-სთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო მარტივ და სწრაფ აღსრულებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner