logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ტვირთების ტრანსპორტირების წესები უნდა გამარტივდეს
- +

18 მარტი. 2020. 00:37

 

 

ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში,  ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ პირიქით, აქ უნდა მოხდეს წესების გამარტივება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საზღვრებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან და სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად მარტივი პირობები შეიქმნას ლოგისტიკის ნაწილში.

 

 

ჩვენ ახლა ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოგისტიკური მოძრაობა ტრანსპორტის და, პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში, შევამსუბუქოთ,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner