logo_geo
eng_logo
ცოტნე ყავლაშვილი: ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს
- +

28 ივნისი. 2016. 10:33



ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს", - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა გააკეთა.


ადამიანები, ვინც ამ საკითხებში ვერ ერკვევიან, ან ერკვევიან, მაგრამ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შევანას, დღემდე დეკემბრის თვეს აბრალებდნენ კურსის გაუფასურებას, ვინაიდან სხვადასხვა ფაქტორის გამო, დეკემბერში წინა თვეებთან შედარებით ხარჯვა მაღალია. ივნისში ეს არგუმენტიც ვერ იქნება მოყვანილი, ვინაიდან ივნისი არაფრით არის გამორჩეული წინა თვეებისგან, თუ არ ჩავთვლით იანვარს, როდესაც როგორც წესი, ეკონომიკური აქტივობა დაბალია. შესაბამისად, ივნისშიც მავე ოდენობით ხარჯი გაიწევა, რაც საშუალოდ, წინა თვეების განმავლობაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში კურსის მთავარი მდგენელია, სტაბილურია და მოსალოდნელია, რომ ლარის კურსიც იქნება სტაბილური.


 

right_banner
არქივი
right_banner