logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

23 აგვისტო. 2016. 14:59



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ.



მემორანდუმი ითვალიწინებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციას და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოეწყობა  ერთობლივი ტრენინგები, სამეცნიერო კონფერენციები, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც გამომძიებელთა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.



მემორანდუმის თანახმად, საგამოძიებო სამსახურსა და „საქპატენტს" შორის, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონდარღვევების ფაქტების გამოვლენა - აღკვეთის მიზნით, მოხდება შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და კანონით დაშვებული სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ასევე, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირები დამყარდება და ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება.



საგამოძიებო სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს" შორის პროფესიული თანამშრომლობა  ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას  ხელს შეუწყობს.


 

right_banner
არქივი
right_banner