logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: დედიმისისშვილები იყვნენ ბიზნესმენები რამე ისე გაეკეთებინათ, რაც სააკაშვილის ნებას ეწინააღმდეგებოდა
- +

2 დეკემბერი. 2016. 21:10



დემურ გიორხელიძემ თქვა, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ბანკირებს და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო ისინი ისეთ რჩევებს იძლევიან, რაც მათთვისაა სასარგებლოო - არის ამაში უდავო ლოგიკა", - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს.


ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურ მდგომარებასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე საყვარელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება შეუძლია დიდ ბიზნესს, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლებას იმას უკარნახებს, რაც მას აწყობს.


ასეთი რამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არ იყო და როგორც ხალხურად იტყვიან, დედიმისისშვილები იყვნენ ბიზნესმენები რამე ისე გაეკეთებინათ, რაც სააკაშვილის პიროვნულ ნებას ეწინააღმდეგებოდა. ავტორიტარულ რეჟიმს ეს ერთი პლიუსი აქვს, რომ მას ბიზნესიც ემორჩილება. მთლიანად ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფოს ერთი მინუსი აქვს, რომ ის ემორჩილება მთლიანად ბიზნესის ინტერესებს. ალბათ, საპოვნელია ის ზღვარი, როდესაც პროცესები ბიზნეს ინტერესით კი არა, სახელმწიფო ინტერესით იქნება წაყვანილი, რომელიც ზედმეტი ძალადობისა და კანონზე გადაბიჯების გარეშე მოხდება, რაც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. „ნაციონალები" კი ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით გამოსავალიო, მაგრამ გამოსავალი ნანახი გვაქვს, ამიტომ მოვიყვანე სააკაშვილის მაგალითი. მე როგორც მოქალაქე ვისურვებდით, რომ უფრო ფართოთ გაეღოთ დასავლეთის ექსპერტებისთვის კარი, აი, ამ კრიზისულ სიტუაციებში და მათგან მიეღოთ კონსულტაციები, რადგან მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ბიზნესთან ურთიერთობისა და საბაზრო ეკონომიკის მართვის. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა სამინისტროს თავის კონსულტაციური პარტნიორი ჰყავს, მაგრამ ალბათ, კრიზისის დროს ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, რომ უფრო ფართო კონსულტაციებია საჭირო", - განაცხადა საყვარელიძემ.


 

right_banner
არქივი
right_banner