logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს
- +

5 დეკემბერი. 2016. 20:31



2030.news-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს, რაც ბიზნესს დამატებით სტიმულს მისცემს, რათა განხორციელდეს კერძო ინვესტიციები, რაც დააჩქარებს გარკვეულ წილად ეკონომიკურ აქტივობას. მისი თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტი სამთავრობო გეგმის შესრულებაა.


„დაახლოებით 15 მილიარდ ლარამდე მოხდება ბიუჯეტიდან დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტების. ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტის განათლება, რადგან გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ კვალიფიციური კადრებით მიიღწევა და განათლების რეფორმის ძირეული გარდაქმნა იგეგმება.  რა შეეხება ახალი ინიციატივებიდან შემოსულ თანხებს ბიუჯეტში, აქციზიდან ველოდებით დამატებით დაახლოებით 550-დან 600 მილიონ ლარამდე შემოსავალს და ეს შემოსავალი მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ქვეყანას პირველ რიგში სჭრდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა იმ გამოწვევების ფონზე, რა გამოწვევებიც გვაქვს რეგიონში. სწრაფი ზრდა არის მთავარი წარმმართველი, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი დასაქმებული და დასაქმებულ ადამიანს ჰქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი, ამიტომ ჩვენი ბიუჯეტის მთავარი მიზანი იქნება სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული და ამ მიზნით მოხდება 4 პუნქტიანი გეგმის სრულად დაფინანსება, რა ხარჯებსაც მოითხოვს მთავრობა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner