logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: Moody's დასკვნა არის ძალიან კარგი პასუხი ოპონენტებისთვის
- +

5 დეკემბერი. 2016. 20:31


 

„Moody's  დასკვნა არის ძალიან კარგი პასუხი ოპონენტებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სესხების დოლარიდან ლარში გადატანის ინიციატივა არასწორი იყო", - ამის შესახებ 2030.news-ს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.


მისი თქმით, გალარების გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ მსესხებლებს, არამედ თვითონ ბანკებსაც, რადგან უფრო სტაბილურ გარემოში იყვნენ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე, რადგან დევალვაციამ შეიძლება მსესხებლების მდგომარეობა გააუარესოს.


„სესხების დოლარიდან ლარში გადატანის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რომელი გადაწყვეტილებებიც წარდგენილი იქნება უახლოეს დღეებში პარლამენტში და 2017 წლიდან ამოქმედდება. ჩვენ მსგავს გამოხმაურებებს რა თქმა უნდა ველოდებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ სავალუტო ფონდიც დადებითად შეაფასებს ამ გადაწყვეტილებას. ზოგადად რაც ლარიზაციის გეგმაში დევს, იმ გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან და ზოგადად სარეიტინგო კომპანიები ძალიან დადებითად შეაფასებენ იმ ნაბიჯებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაშია დაგეგმილი", - განაცხადა კაკაურიძემ.


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლამდე დოლარში გამოტანილი იპოთეკური კრედიტების ლარში სუბსიდირების შესახებ ქართული ბანკებისთვის პოზიტიურია, რადგან საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner