logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის დეპუტატებს შეკითხვები ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდათ
- +

7 დეკემბერი. 2016. 23:08


პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განცხადებით, ეს იყო შიდასამუშაო შეხვედრა ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.


„პარლამენტის დეპუტატებს ჰქონდათ შეკითხვები ბიუჯეტთან დაკავშირებით და ყველა კითხვაზე ადეკვატური პასუხი გაიცა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. შეკითხვები იყო ბიუჯეტის მუხლებთან მიმართებაში. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ლარიზაციაზე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განათლების სამინისტროს ხარჯებზე, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებზე და ყველა მიმართულებით, სადაც ზრდა არის დაგეგმილი. ასევე საუბარი შეეხო ესტონური მოდელის განხორციელებას, რომელიც პირველი იანვრიდან იწყება", - განაცხადა კოვზანაძემ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, განიხილეს 2017 წლის ბუჯეტში თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი.


„განვიხილეთ 2017 წლის ბიუჯეტში რა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელიც დაიწყება 2017 წლიდან. საუბარი ასევე შეეხო ლარიზაციას", - განაცხადა კაკაურიძემ.

 

 

 

 


 

right_banner
არქივი
right_banner