logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა
- +

16 დეკემბერი. 2016. 20:21



31 ხმით 7-ის წინააღმდეგ, თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.  საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი პროგრამული არ არის და მოსახლეობის ინტერესებს სრულად არ გამოხატავს.


2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათება. ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.


სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს. დავით ნარმანია საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის ზრდას არ გამორიცხავს.




 

right_banner
არქივი
right_banner