logo_geo
eng_logo
გუდაურში 23 დეკემბერს ახალი საბაგირო გაიხსნება
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:44


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" 23 დეკემბერს გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრება.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა Black sea Group-მა განახორციელა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.


გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner