logo_geo
eng_logo
ბახმაროში ზამთრისთვის ადაპტირებული კოტეჯებისა და სასტუმროების აშენება იგეგმება
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:49


 

„ზამთრის საკურორტო სეზონის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ბახმაროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ელექტროენერგიის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების მოწესრიგების შემდეგ სასტუმროების აშენება და კოტეჯების ზამთვრისთვის ადაპტირება დაიგეგმება",- ამის შესახებ "აიპრესთან" გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ ისაუბრა.


„იმისათვის, რომ წყალი არ გაიყინოს, საჭიროა სპეციალური შემკრებები, რომლებიც დაიქსელება და წყალი შემდეგ მიუვათ ადამიანებს..

 

ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ბახმარო ზაფხულის კურორტი იყო, შესაბამისად იქ არის აშენებული ხის კოტეჯები, რომელიც ადაპტირებულია ზაფხულისთვის.

 

საჭირო იქნება, როდესაც ეს ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზი, წყალი, გზა და სივრცითი მოწყობა დასრულდება და ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის, შემოდგომაზე უკვე ბევრი სამუშაო დასრულებული იქნება, შემდგომში უკვე მოხდება მესაკუთრეების მიერ შესაბამისად და ინვესტორების მიერ კოტეჯების და სასტუმროების აშენება. უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ასევე ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან, ისე მოსწონთ, სურვილი აქვთ, რომ გაზაფხულიდანვე ააშენონ.

 

წელს 60-მდე ტურისტი ჩანაცვლებით ჩამოვა ბახმაროში. მათ უკვე რამდენიმე ტური მოაწყვეს ამ მთებზე, მოიარეს თხილამურებით და ძალიან კმაყოფილები არიან.

 

ყველაზე მიმზიდველი ის არის, წელს კი წამოვიდა სხვა ზამთრის კურორტებზე თოვლი ადრიანად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ხანდახან ისე გადის სეზონი, რომ თოვლი არ მოდის და ბახმაროში არ ყოფილა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შემთხვევაც კი, როცა ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით თოვლი არ ყოფილიყოს. ამიტომ არის მიმზიდველი და საოცარი ის, როგორც კურორტი, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში.

 

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება და დანარჩენ მოვლენებს დავაკვირდებით.

 

ჩვენი მეგობრები სწავლობენ ამ მარშუტებს, სად შეიძება იყოს სათხილამურო ტრასა, მათთან ერთად პროფესიონალებიც არიან ჩამოსულები და ასე ნელნელა ეტაპობრივად ვითარდება ბახმარო, როგორც ზამთრის კურორტი", - განაცხადა გია სალუქვაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner