logo_geo
eng_logo
ბაკურიანში კურორტების სრული რეაბილიტაცია და განახლება ხორციელდება
- +

25 დეკემბერი. 2016. 20:24


 

 

ბაკურიანში კურორტების - კოხტა და მიტარბის სრული რეაბილიტაცია - განახლება ხორციელდება.  ახალი საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების გახსნაზე 48 მლნ ლარი დაიხარჯა. ბაკურიანში დასაქმებულთა 99% ადგილობრივი მოსახლეა. 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში მიმდინარეობს მუშაობა ბაკურიანი-მიტარბის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე, რომელიც 2017 წელს დასრულდება. შემდეგ ბაკურიანში შეწყდება ქაოტური მშენებლობა და ყველაფერი აშენდება განაშენიანების გეგმის რეგულირების მიხედვით. კოხტა-მიტარბის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 150 მლნ ლარია. დამონტაჟებული ტობოგანის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია, ხოლო სპეცტექნიკის - 600 000 ევრო.  კურორტს ასევე დაემატა სამაშველო ჯგუფები.


2017 წელს ბაკურიანში დაიწყება ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის პროექტირება. 2017 წელს დაიწყება ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის პროექტირებაც დასკვნით ფაზაშია. ბიატლონის კომპლექსის მშენებლობა მოიზიდავს უამრავ უცხოელ სპორტსმენს. ბიატლონის კომპლექსში იქნება საზოგადოებრივი პარკი ხელოვნური ტბით და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი.


მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობა, უახლოეს მომავალში კეთილმოეწყობა ცენტრალური პარკი და მოხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ასევე შენდება აპარტოტელები და სასტუმროები. 2017 წელს დაიწყება ბაკურიანის წრიულიდან სოფელ მიტარბში გზის სრულ რეაბილიტაცია. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner