logo_geo
eng_logo
„ბიუჯეტში ჩადებული მაჩვენებლებით მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა გაუმჯობესდეს“
- +

27 დეკემბერი. 2016. 20:25


 

ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, შემოსავლები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯი ან მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური განზომილება.


ფასების მომატებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება არსებობს. იმის მტკიცება, რომ საქონელი არ გაძვირდება, ტყუილი იქნება და ამაზე საუბარიც უხერხულია. ერთია ფასების ზრდა და მეორე, როგორი იქნება მოსახლეობის შემოსავალი. თუკი მთლიანი მაჩვენებელი გადააჭარბებს ფასების ზრდის ტემპს, მაშინ მოსახლეობის კეთილდღეობა არათუ გაუარესდება, გაუმჯობესდება კიდევაც.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩადებული პარამეტრების გათვალისწინებით, გამოდის, რომ შემოსავლები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯი ან მთლიანი შიგა პროდუქტის ნომინალური განზომილება. მოხდება საშემოსავლო გადასახადების განსაკუთრებით მაღალი ტემპით ზრდა, რაც უკავშირდება როგორც დასაქმების გაუმჯობესებას, ასევე საშუალო ანაზღაურებისა და ზოგადად, შემოსავლების მატებას. დაახლოებით 25%-ით, თითქმის მეოთხედით მოხდება ნომინალში მთლიანი შემოსავლების ზრდა მაშინ, როდესაც ფასების მატება ნაკლებად მასშტაბური უნდა იყოს", - განმარტავს არჩვაძე.



როგორც სტატისტიკოსი ვარაუდობს, გარკვეული პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია, რაც გავლენას მოახდენს ფასების საერთო დონის მაჩვენებელზე.



ფასები საქართველოში 0,6-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე იაპონიაში, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ხალხი უკეთესად ცხოვრობს. ფასის მატება ერთი ასპექტია, მეორე - საკუთარი განკარგვადი შემოსავლით რა რაოდენობის პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ. პირობითად, იაპონიაში თუ არის ხორცის ფასი 30 დოლარი, ხოლო საქართველოში - 5 დოლარი, სამაგიეროდ, იქ ხალხს აქვს შემოსავალი იმდენი, რომ შეუძლია გაცილებით მეტი ხორცის ყიდვა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს - საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ იაპონიის მოქალაქე უკეთესად ცხოვრობს",- აცხადებს არჩვაძე.



 

right_banner
არქივი
right_banner