logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პარლამენტში მისვლა როდის იქნება ყველაზე დროული, ამას კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ
- +

28 დეკემბერი. 2016. 19:49



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დავით ბაქრაძის მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა,  პარლამენტში მისვლა როდის იქნება ყველაზე დროული, ამას ეკონომიკური გუნდი პარლამენტთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.


ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს და ამაზე ის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც მეტყველებს, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა კანონმდებლებს წარუდგინა.


„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, დღეს ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული პარლამენტში მისვლა, კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას დასწრებოდნენ, რომელზეც ლარის გაუფასურების საკითხზე იმსჯელებდნენ.



 

right_banner
არქივი
right_banner