logo_geo
eng_logo
სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- +

4 იანვარი. 2017. 16:01



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნამ 84 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ით, მაქსიმალური 7.65%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.51%-ით განისაზღვრა.


სახაზინო ვალდებულება არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წლამდე ვადიანობის დისკონტური ფასიანი ქაღალდი, რომელიც იყიდება დისკონტით, ანუ ნომინალზე დაბალ ფასად. დისკონტის სიდიდე განისაზღვრება აუქციონზე. სახაზინო ვალდებულების მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას ფინანსთა სამინისტროსგან იღებს ნომინალის ტოლ თანხას. სხვაობა ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის წარმოადგენს მფლობელის შემოსავალს.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner