logo_geo
eng_logo
მცხეთის მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის ცენტრი აშენდება
- +

4 იანვარი. 2017. 20:28



შპს „სევსამორა ვილა" მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ დაიწყო მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41- ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის  მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს.


ტურისტული კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება ეკოტურიზმის თემატიკასთან. აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიოტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს „სევსამორა ვილას" საბაზრო ფასად, 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა  მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში მდებარე 3 ერთეული მიწის ნაკვეთი.


 

right_banner
არქივი
right_banner