logo_geo
eng_logo
2016 წელს საქართველოს ისრაელიდან 100 000 ტურისტი ეწვია
- +

9 იანვარი. 2017. 22:56


 


2016 წელს საქართველოს ისრაელიდან 100 000 ტურისტი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 57%-იან ზრდაზე მიუთითებს. 2017 წელს აღინიშნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.


ისრაელის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე ხელი შეუწყო საქართველოსა და ისრაელს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიურ დინამიკას. აღსანიშნავია, წარმატებული თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის; საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობა; თანამშრომლობა საქართველო-ისრაელის რეგიონებსა და ქალაქებს შორის; შესანიშნავი თანამშრომლობის გამოცდილება კულტურისა და განათლების სფეროში; ასევე, მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზა, რომელიც მოიცავს 23 მოქმედ შეთანხმებას.


2014 წელს დაფუძნდა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისია. ერთობლივი ეკონომიკური კომისია წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით ერთობლივი მიზნების მისაღწევად.


მნიშვნელოვანია „მაშავის" („Mashav"-Israeli Agency for International Development Cooperation) საქმიანობა საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ისრაელის ფასდაუდებელ გამოცდილებას ქართველი ექსპერტებისათვის.


აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივნისში, ქ. თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგეგებთან ბრძოლის პროცესში ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დაუყოვნებლივ გაუწია საქართველოს დახმარება.


 

 

right_banner
არქივი
right_banner