logo_geo
eng_logo
პროგრამა - „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართა
- +

13 თებერვალი. 2017. 22:12



ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა -  „ბიზნეს ინკუბატორის" ღია კარის დღე გაიმართა.  შეხვედრაზე, „ინოვაციების სააგენტოსა" და  „მართვის აკადემიის" წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ და პასუხი გასცეს  სტუმრების   შეკითხვებს. ღია კარის დღეზე, ასევე   წარმოდგენილები იყვნენ  „ბიზნეს ინკუბატორის" მეორე ნაკადის გუნდები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს.


„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ" პროგრამის - ,,ბიზნეს ინკუბატორი" ახალი, მესამე  ნაკადის მიღება დაიწყო. „ბიზნეს ინკუბატორი"  არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.


ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის" 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.  საწყის ეტაპზე  გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს" გაივლიან, მომდევნო  სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს.     აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან", „დელოიტთან" და „მართვის აკადემიასთან" ერთად ახორციელებს. 


პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000  ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი  მიმართულებებით როგორებიცაა:  პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და სხვა. მათ  კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით  და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000 -მდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისათვის.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×