logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო
- +

1 მარტი. 2017. 13:42


 

 

„იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა  25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ  განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები,  4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.      




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×