logo_geo
eng_logo
„მსესხებლები, რომელთაც სესხები აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში, უფრო უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ“
- +

3 მარტი. 2017. 00:30



ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გალარების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროგრამა ნებაყოფლობითია და ყველა მომხმარებელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.


„ყველა განმარტებაში, იმ კალკულატორის მიხედვითაც, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, უკვე შესაძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, თუ რა ურჩევნია მომხმარებელს. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტში უკეთესია, რომ როდესაც არის საშუალება სავალუტო რისკის მოშორება მოხდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მსესხებლები, რომელთაც ეს ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავალი - ლარში, უფრო უკეთეს სიტუაციაში იქნებიან, თუ გალარებას გააკეთებენ. ეს არის ისევ და ისევ ის დაზღვევა, რომელიც მთავრობამ შესთავაზა მოკლე პერიოდში მომხმარებელს, რომლებსაც ლარის კურის გაუფასურების გამო სესხის დაბრუნება გაუჭირდა. რაც შეეხება ტემპებს, არ არის ძალიან მაღალი. დღესდღეობით დაახლოებით, 25 მილიონი დოლარი არის გალარებული. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან, რათა მათ უფრო განმარტონ, თუ რას ნიშნავს ზოგადად გალარება, რა მნიშვნელობა აქვს მსესხებლებისთვის. ვფიქრობ, რომ უფრო იქნება გააქტიურება, რაც ბოლოსკენ წავა პროგრამა", - განაცხადა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×