logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ლარის წლიური კურსი 2.34 იქნება
- +

7 მარტი. 2017. 13:37



ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ გავითვალისწინებთ სავალუტო ფონდის პროგნოზს, 2017 წლის წლიური კურსი შესაძლოა, დადგეს 2,34-მდე.


​მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის მისაღები უნდა იყოს. მიხეილ დუნდუა სავალუტო ფონდის წინა წლების პროგნოზზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცდომილება პროგნოზსა და რეალურ მონაცემებს შორის 2 პროცენტში მერყეობს.


სავალუტო ფონდი სისტემატურად აქვეყნებს პროგნოზს, წინა წლების პროგნოზში ცდომილება მხოლოდ 2 პროცენტი იყო. თუ გავითვალისწინებთ სავალუტო ფონდის მიერ დაანონსებულ ციფრებს, ეროვნული ვალუტის წლიური კურსი 2017 წელს უნდა იყოს 2,34, თუმცა ამისთვის საჭიროა მოხდეს ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ფონდი გვთავაზობს. ამასთანავე, ხელი უნდა შეეწყოს მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×