logo_geo
eng_logo
სავალუტო ფონდი და ფინანსთა სამინისტრო 2018 წლის ბიუეტის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმდნენ
- +

9 ოქტომბერი. 2017. 15:51



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მაჩვენებლები კვლავაც შთამბეჭდავია.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ქვეყნის შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია.

 

„მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ში არსებული კრედიტების ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6 პროცენტი იქნება", - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა. 


მისი განცხადებით, სსფ-ს მისია და საქართველოს მთავრობა შეჯერდნენ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე.


„მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner