logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის კლებას ვარაუდობს
- +

7 დეკემბერი. 2017. 14:01


 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე ვრცელ პრესრელიზს ავრცელებს.


ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია კი გაუმჯობესებულია.


„საქართველოში ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა, სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის აჩქარების ფონზე. მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და სტრუქტურული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს. საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს.

 

გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი", - აღნიშნავენ ფონდში.


როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.


სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.3 პროცენტი იქნება, 2018 წელს კი - 4.2 პროცენტი.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner