logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტრო: დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი!
- +

17 მარტი. 2018. 22:48



გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს" სადგურზე საგამოძიებო სამუშაოებს საერთაშორისო ექსპერტები განახორციელებენ. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, კომპანია „ბიურო ვერიტასმა" თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მიავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად.


„კომპანია „დოპელმაიერის" წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს" სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ. ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას „ბიურო ვერიტასი", რომელმაც თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე" , - აცხადებენ ეკონომიკის სამინიტროში.


გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. მომხდარზე შსს-მა გამოძიება დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×