logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს
- +

4 აპრილი. 2018. 16:36

 

„ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ ქვეყანაში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდულ ეროვნულ ეკონომიკაში.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას,  რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×