logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკი“ მზად არის, სასტარტო კაპიტალის რეფორმას შეუერთდეს
- +

16 აპრილი. 2018. 16:08

 

 

„საქართველოს ბანკი“ მზად არის სასტარტო კაპიტალის რეფორმას შეუერთდეს“, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ჭარბვალიანობის პრობლემასაც შეეხო.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ჩვენი მომხმარებლების კრედიტების პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×