logo_geo
eng_logo
„ფინანსურ სექტორში მომუშავე ნებისმიერი სუბიექტი ვალდებული იქნება, კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“
- +

30 მაისი. 2018. 00:48

„ხშირად გვქონია და გვაქვს შემთხვევები, როცა მომხმარებელი სესხს იღებს და კონტრაქტში გარკვეული პროცენტი უწერია, მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა ტიპის საკომისიოს მეშვეობით, ეს რეალური პროცენტი იზრდება“, – ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს შეუსაბამოა იმ პრაქტიკასთან, რომელიც მთავრობას სურს, რომ დამკვიდრდეს.

 

„დღეს არსებული რეგულაციით, რომელიც პირველი იანვრიდან ავამოქმედეთ, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მანამდე ეს რეგულაციაც არ არსებობდა. ახალი რეგულაციით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიაზრებს ყველა ხარჯს, რომელიც სესხის მიღებასთან არის დაკავშირებული, ის ორჯერ შემცირდება და 50% გახდება. ფინანსურ სექტორში მომუშავე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო სუბიექტი ვალდებული იქნება, კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სადაც ყველა ხარჯი იქნება განსაზღვრული და ის არ შეიძლება, 50%-ს აღემატებოდეს “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×