logo_geo
eng_logo
იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმება იგეგმება
- +

30 ივლისი. 2018. 13:59

 

 

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით, იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმება იგეგმება.

 

„საგადასახადო კოდექსში გასატარებელი ცვლილებები ითვალისწინებს იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ხე-ტყეზე, მისი ნედლი ფორმით“, - ამის შესახებ განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააკეთა.

 

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ინიციატივებს ამზადებს და უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი.

 

„საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ეს არის დიდი ეკოლოგიური ღონისძიებების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი. ეს ითვალისწინებს იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად, რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ხე-ტყეზე, მისი ნედლი ფორმით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან გასულ პროდუქტს მეტი დამატებითი ღირებულება შეექმნას, თუმცა ის, რომ იმპორტი გაიაფდება ამ ძალიან სენსიტიურ პროდუქტზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული ინიციატივები იქნება ხის ჭრასთან დაკავშირებით და გარემოზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", - განაცხადა გაგუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×