logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა
- +

30 ივლისი. 2018. 17:17

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი განცხადებით, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

 

„თუ წლის დასაწყისში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 44,0%-ს შეადგენდა, 6 თვის შედეგებზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის მოცულობა 40,2%-ია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

მისი თქმით,  მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული ვალის ნაშთის ფარდობით მშპ-ს ბოლო ოთხი კვარტლის ჯამზე (2018 წლის მშპ-ს პირველი და მეორე კვარტლების და 2017 წლის მშპ-ს მესამე და მეოთხე კვარტლების ჯამი).

 

„ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტზე დაბლა, 30-იანების ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ვფიქრობთ, შემდგომი სამი წლის განმალობაში აბსოლუტურად მიღწევადია და ეს არის ფინანსთა სამინსიტროს სტრატეგიული მიზანი“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×